დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სასაზღვრო პრობლემები იქამდე უნდა გადაწყდეს, ვიდრე ეს ქვეყნები შეძლებენ ევროკავშირის წევრები გახდნენ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

„ყველა სასაზღვრო კონფლიქტი, რომლებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის არსებობს, კავშირში შესვლამდე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას იუნკერმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყნების ევროკავშირში შესვლა არ მოხდება ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ახლანდელი მოწვევის მუშაობის მსვლელობისას, ვინაიდან ამისათვის არ იქნება შესრულებული ყველა აუცილებელი პირობა.

ბალკანეთის ქვეყნებიდან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან: ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო, ამასთანავე, სერბეთთან (2014 წლიდან) და მონტენეგროსთან (2012 წლიდან) უკვე მიმდინარეობს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ბოსნია და ჰერცოგოვინა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 2016 წლიდან ელოდება.