მკვლელს დუდაევთან ადრეც ჰქონდა კონფლიქტი, ის მარეკის ფერმაში მივიდა და თავში ესროლა

მკვლელს დუდაევთან ადრეც ჰქონდა კონფლიქტი, ის მარეკის ფერმაში მივიდა და თავში ესროლა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოკლული მარეკ დუდაევის ყოფილი მეუღლის განცხადებით, მკვლელს დუდაევთან ადრეც ჰქონდა კონფლიქტი. ამის შესახებ „სპუტნიკი“ წერს.

„როგორც ჩანს, კონფლიქტის შემდეგ მკვლელს მარეკის ეშინოდა. ის მარეკის ფერმაში მივიდა და თავში ესროლა“, - განაცხადა მართა ვაზაგოვამ.

დე ფაქტო შს მინისტრის იგორ ნანიევის განცხადებით, მკვლელმა დუდაევს ორჯერ ესროლა.

„ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილმა დუდაევს თავში ორჯერ ესროლა, რის შედეგადაც დუდაევი ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადა იგორ ნანიევმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. „რესის“ ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.