გაერო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეასადმი მიმართვაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ორი მსოფლიო ომისა და ევროპაში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რეგიონში არსებული კონფლიქტები გაუმართლებელია. ამ სიტუაციების მოგვარება მოითხოვს ნაციონალიზმის საშიშ ტალღაზე უარის თქმას. ასევე შესაბამისი საშუამავლო ინიციატივების, მათ შორის: აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე „ნორმანდიის ფორმატისა“ და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის, მთიანი ყარაბაღის საკითხზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის, საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშორისო ჟენევის დისკუსიების და დნესტრისპირეთში „5+2“ პროცესის განხორციელებას. ასევე აქტუალურია ერთობლივი ძალისხმევა დასავლეთ ბალკანეთზე გრძელვადიან სტაბილურობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად“, - ნათქვამია ანტონიუ გუტერიშის განცხადებაში.

გლობალური პრობლემების ფონზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე კლიმატისა და მიგრაციის პრობლემებზე, რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებაზე და ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.