თუ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის კლება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი

თუ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის კლება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი

თუ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის შემცირება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა NDI-ს გამოკითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდა.

„ყოველთვის არის სხვადასხვა გამოკითხვები ევროკავშირის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება ან იკლებს. რყევის დიაპაზონია, რომელიც ან მატულობს ან იკლებს. არა მგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი უნდა მივაწეროთ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზაციებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გაანალიზონ ეს მონაცემები. თუ ეს გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც NDI-ის დაკვეთით ჩატარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 60% უჭერს მხარს.

შედეგების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5%-ით შემცირდა.