რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ ერაყის მხარდაჭერას განაგრძობს

რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ ერაყის მხარდაჭერას განაგრძობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან ხაიდერ ალ-აბადისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აშშ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ერაყის მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რექს ტილერსონმა ერაყის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ „აშშ განაგრძობს ერაყის მხარდაჭერას სტაბილურობის აღდგენის, ინვესტიციების მოზიდვის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის კუთხით, ასევე ეკონომიკური რეფორმების გატარებაში“. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ბაღდადი ერაყში ტერორიზმს სრულად აღმოფხვრის. 

გასული წლის დეკემბერში ერაყის პრემიერ-მინისტრმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება გამოაცხადა. მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა ქალაქი მოსული და სხვა ქალაქები, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იკავებდნენ.