NDI-ის გამოკითხულთა 34%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი მთავრობა (იგულისხმება საკრებულოები და მერიები) უკეთესად იმუშავებენ, ვიდრე წინამორბედები.
გამოკითხულთა 44%-ის აზრით, კი იგივენაირად იმუშავებენ, როგორც მათი წინამორბედები, 12%-ის აზრით კი - უარესად. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.