NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს, მისაღებია

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს, მისაღებია

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. 

ამასთან, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიდრე - ნატო-ში.

კერძოდ, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.