უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სააკაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სააკაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. სააკაშვილი ითხოვს მის აღიარებას პირად, რომელსაც დამატებითი სახელმწიფო დაცვა სჭირდება. 

„16 იანვარს გაიმართება სასამართლო სხდომა სააკაშვილის სარჩელზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. საქმეზე მეორე მოპასუხე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება“, - ნათქვამია სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ასეთი თხოვნით ერთხელ უკვე მიმართა სარჩელით კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველოს წინააღმდეგ, თუმცა 3 იანვარს სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.