სამხრეთ ოსეთი სერბთა რესპუბლიკასთან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ითანამშრომლებს

სამხრეთ ოსეთი სერბთა რესპუბლიკასთან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ითანამშრომლებს

სამხრეთ ოსეთი სერბთა რესპუბლიკასთან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ითანამშრომლებს, - ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „სერბთა რესპუბლიკასთან ხელმოწერილი შეთანხმება უახლოეს პერიოდში რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადაეგზავნება“.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საუბარი მიდის სერბეთში სხვადასხვა მიმართულებით კონტაქტების დამყარებაზე.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბთა რესპუბლიკაში „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებაში მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მზაობაა სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა შედგეს.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.