დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის შემადგენლობა კიევის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მიერ უნდა განისაზღვროს

დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის შემადგენლობა კიევის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მიერ უნდა განისაზღვროს

გაერო-ს სამშვიდობო მისიის შემადგენლობა დონბასში კიევისა და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მიერ უნდა განისაზღვროს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის დიპლომატიის 2017 წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კონტიგენტის ეროვნული შემადგენლობა ჩვენი შეთავაზებისა და გაერო-ს პრაქტიკის შესაბამისად, კონფლიქტის მხარეების მიერ განისაზღვრება და უნდა შეთანხმდეს კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის შეთავაზება ეუთო-ს დამკვირვებლების დასაცავად არ შემოიფარგლება მხოლოდ სამშვიდობოების განთავსებით დონბასში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შეხების ხაზზე.

„ეუთო-ს დამკვირვებლებს აქვთ მანდატი, რომლის მიხედვითაც გადაადგილდებიან - რა თქმა უნდა, მხარეებთან შეთანხმებით - შეხების ხაზის ორივე მხარეს და რეგულარულად სტუმრობენ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებს რუსეთის საზღვრამდე, სადაც კვირაში 20-ჯერ იმყოფებიან. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებს გაეროსგან ამ დამკვირვებლების დაცვის უზრუნველყოფას ყველგან, სადაც ისინი გადაადგილდებიან და პატრულირებენ თავიანთი მანდატის შესაბამისად“, - განაცხადა ლავროვმა.