სერგეი ლავროვი:  აშშ და დასავლეთი მსოფლიოში გავლენას კარგავენ

სერგეი ლავროვი: აშშ და დასავლეთი მსოფლიოში გავლენას კარგავენ

აშშ და დასავლეთი მსოფლიოში გავლენას კარგავენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წელი შეაჯამა.

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ კარგავს ისტორიული დასავლეთი და აშშ მსოფლიოში გავლენას, რომელიც მინიმუმ ხუთი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდათ; იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიის ბუნებრივი მსვლელობის შედეგად ჩნდება ეკონომიკური ზრდის, ფინანსური სიძლიერისა და პოლიტიკური გავლენის ახალი ცენტრები; იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია საერთაშორისო სისტემის ადაპტირება, რათა ახალი ცენტრებიც ჩაერთოს დიალოგის თანასწორ პროცესში, აშშ, სამწუხაროდ, მიმართავს არალეგიტიმურ მეთოდებს და ასე ცდილობენ საერთაშორისო პოლიტიკაში მათი როლის შემცირების შეჩერებას“, - განაცხადა ლავროვმა.