თბილისის მერიაში კომისიები და საბჭოები გაუქმდა

თბილისის მერიაში კომისიები და საბჭოები გაუქმდა

თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები გაუქმდა. მერიამ დღეს სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.