ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” რუსი სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით წვრთნებს მართავენ

ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” რუსი სამხედროები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით წვრთნებს მართავენ

ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში”, „ძარცემის“ პოლიგონზე 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედრო წვრთნები იმართება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის „ძარცემის“ პოლიგონზე 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეუდგა საველე წვრთნებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. მეთაურების ხელმძღვანელობით სამხედრო მოსამსახურეები პოლიგონზე სასროლი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უნარ-ჩვევებს დახვეწენ“, - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა.

მისი თქმით, წვრთნებში „ზასტავას“, „გრანატის“, „ორლანის“ და „ლეერის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აქტიური გამოყენებაა დაგეგმილი.