არამდგრადი ამინდი საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

არამდგრადი ამინდი საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება შემდეგ დღეებშიც.

რაც შეეხება თბილისს, 15–16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსია ნავარაუდევი.