დონალდ ტრამპმა განმარტა, როგორი ადამიანების შესვლა სურს აშშ-ში

დონალდ ტრამპმა განმარტა, როგორი ადამიანების შესვლა სურს აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ მიგრანტების შესახებ საუბრობს, რომელთა შესვლასაც ამერიკაში ისურვებდა. ამასთან დაკავშირებით ამერიკის ლიდერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„მე, როგორც პრეზიდენტს, იმ ადამიანების ნახვა მსურს, რომლებიც დაეხმარებიან ამერიკას, გახდეს კვლავაც ძლიერი და დიდი. ადამიანები აქ მოდიან MERIT-ზე დამყარებული სისტემის მეშვეობით. მეტი არავითარი ლატარეები!“, - წერს დონალდ ტრამპი „თვითერის“ პირად გვერდზე.