დონალდ ტრამპმა უარყო, თითქოს აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მან უხეში სიტყვები გამოიყენა

დონალდ ტრამპმა უარყო, თითქოს აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მან უხეში სიტყვები გამოიყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მას არ გამოუყენია ის უხეში სიტყვები, რაც მას ამერიკულმა მედიამ მიაწერა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„საიმიგრაციო რეფორმის შესახებ შეხვედრაზე ის ენა, რომლითაც მე ვსაუბრობდი, მკაცრი იყო. მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მომაწრეს“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ შესაძლოა შეხვედრების ჩაწერა მოუწიოს, ვინაიდან არავითარი ნდობა არ არის. „მე არასოდეს არაფერი შეურაცხმყოფელი არ მითქვამს ჰაიტელებზე. მთელი ეს ისტორია „დემოკრატების“ მიერ არის მოგონილი. მე კარგი ურთიერთობები მაქვს ჰაიტელებთან. შესაძლოა, მომავალი შეხვედრები ჩავიწერო. სამწუხაროდ, ნდობა არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

დღეს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა „დემოკრატ“ სენატორ დიკ დურბინზე დაყრდნობით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად“ მოიხსენია.