ეუთო-ს მონაცემებით, გასულ წელს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 400 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ეუთო-ს მონაცემებით, გასულ წელს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 400 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

2017 წელს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 400 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის პირველმა მოადგილემ. ალექსანდრე ჰუგმა განაცხადა.

„2017 წელს უეთოს მისიამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 401 336 შემთხვევა დააფიქსირა. 2016 წელს ასეთი დარღვევების რიცხვი 320 130 იყო“, - აღნიშნა ჰუგმა.

მისი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ შეიარაღების განთავსების 4 065 შემთხვევა დააფიქსირა, რითაც მინსკის შეთანხმება დაირღვა. 2016 წელს დარღვევათა რიცხვი 3 099 იყო. ჰუგმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრებს 2 422-ჯერ შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ხოლო 2016 წელს მსგავსი ფაქტები 1 950-ჯერ დაფიქსირდა.