რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა იმ ქვეყნების სია დაამტკიცა, სადაც უწყების თანამშრომლებისთვის 2018 წელს დასვენება უსაფრთხო იქნება.
აღნიშნული სია სულ 13 ქვეყანას მოიცავს. სიაში ასევე შეყვანილია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
სიაში ასევე შეყვანილია აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ვიეტნამი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, კუბა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
აღნიშნული სია შედგენილია სამხედრო-პოლიტიკური, კრიმინოგენური, ეპიდემიოლოგიური და კლიმატური მდგომარეობიდან გამომდინარე.