„ბლუმბერგი“- მერკელმა და სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

„ბლუმბერგი“- მერკელმა და სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გერმანიის სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„გერმანიის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად 24-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“, „ქრისტიანულ-სოციალური კავშირისა“ და „სოციალურ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებმა 28 გვერდიანი შეთანხმება მიიღეს და მის გამოცხადებას პარასკევს, ბერლინში გეგმავენ“, - წერს „ბლუმბერგი“.

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა 20 ნოემბერს ჩაიშალა, რადგან პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „მწვანეთა პარტიამ“ კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადეს.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა.