პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავიაგამანადგურებლები შეეშალა და შეცდომით განაცხადა, რომ ნორვეგიას F-52 ტიპის ავიაგამანადგურებლები მიჰყიდა. ეს თვითმფრინავი კი, მხოლოდ ვიდეო თამაშში Call of Duty არსებობს.
„ნოემბერში ნორვეგიისთვის F-52 და F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება დავიწყეთ. ჯამში 52 ერთეულია მისაწოდებელი, საიდანაც გარკვეული რაოდენობა გეგმაზე ადრე გადავეცით“, - განაცხადა პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სულბერგთან ერთად ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციაზე.
თეთრ სახლს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომპანიამ Lockheed Martin, რომელიც F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებს აწარმოებს, განაცხადა, რომ ნორვეგიას გადახდილი აქვს 40 თვითმფრინავის მიწოდების თანხა, 10 მოდელი კი უკვე გადაეცათ.
F-52 ტიპის თვითმფრინავი 2014 წელს გამოსულ ვიდო თამაშში Call of Duty: Advanced Warfare არსებობს.