რუსული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა თბილისში ყრილობის გამართვას გეგმავს

რუსული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა თბილისში ყრილობის გამართვას გეგმავს

აზერბაიჯანული ოპოზიციური მოძრაობა „რესპუბლიკური ალტერნატივა“ 21 იანვარს თბილისში ყრილობის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „ვზგლიადი“ წერს. მისი ინფორმაციით, ყრილობას 100 დელეგატი დაესწრება.

„აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო სწავლობს. „რესპუბლიკურ ალტერნატივას“ სათავეში უდგას 2014 წელს 7 წლით გასამართლებული ილგარ მამედოვი, რომლის გათავისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითხოვს“, - წერს გამოცემა.

ბაქოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „ვზგლიადი“ წერს, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების გეგმების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება აზერბაიჯანის მხრიდან ქართული მხარისთვის ერთგვარი სიგნალია, რათა თბილისმა ყრილობის გამართვა არ დაუშვას.

„იმის გამო, რომ თბილისს ბაქოსთან მყარი სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება სურს, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები, რომლების სამშობლოს ტოვებენ, სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან“, - აღნიშნავს გამოცემა.