ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარე არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყანაში ჩასვლასთან დაკავშირებით - მათ ხაზი გაუსვეს, რომ ოფიციალურ ვიზიტს ადგილი არ ჰქონდა

ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარე არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყანაში ჩასვლასთან დაკავშირებით - მათ ხაზი გაუსვეს, რომ ოფიციალურ ვიზიტს ადგილი არ ჰქონდა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (აკრედიტებულია ბოსნია-ჰერცეგოვინაში) ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ვიზიტი ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების კერძო ვიზიტს წარმოადგენს და არ შეესაბამება ბოსნია-ჰერცეგოვინას პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა ირაკლი კოპტალაძე ”ინტერპრესნიუსთან” ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში — რესპუბლიკა სერბსკაში — ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ე.წ. ვიზიტს.

”აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების კერძო ვიზიტს და არ შეესაბამება ბოსნია - ჰერცეგოვინას პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი აგრძელებს პროპაგანდისტული პოლიტიკის გატარებას და უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავუკავშირდით ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარეს, რომელიც არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყნაში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ არანაირ ოფიციალურ ვიზიტს არ ჰქონდა ადგილი და ვერც ექნებოდა.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას”,- აცხადებს ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში ”ოფიციალური ვიზიტით” ჩავიდა.