იტალიასა და გერმანიაში მაფიოზურ ორგანიზაცია „ნდრანგეტასთან“ ბრძოლის ფარგლებში 170-მდე ადამიანი დააკავეს

იტალიასა და გერმანიაში მაფიოზურ ორგანიზაცია „ნდრანგეტასთან“ ბრძოლის ფარგლებში 170-მდე ადამიანი დააკავეს

იტალიასა და გერმანიაში მაფიოზურ ორგანიზაცია „ნდრანგეტასთან“ ბრძოლის ფარგლებში 170-მდე ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ იტალიის პოლიცია იუწყება.

ფარაოსა და მარინკოლას კლანების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა არა მხოლოდ კალაბრიას რეგიონში, რომელიც „ნდრანგეტას“ სამშობლოდ ითვლება, არამედ იტალიის ჩრდილოეთში და გერმანიაში.

„გამოძიების შედეგად გამოვლენილია ეკონომიკისა და მეწარმეობის სხვადასხვა სფეროებში შეღწევის მაღალი დონე: ამის საშუალებით მაფიოზური ორგანიზაცია ნამდვილ „კრიმინალურ ჰოლდინგად“ ჩამოყალიბდა, რომელიც მილიონობით ევროს ღირებულების საქმეებით იყო დაკავებული“, - ნათქვამია იტალიური პოლიციის განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში 50 მილიონი ევროს ღირებულების აქტივებია დაყადაღებული. რამდენიმე ადგილობრივი საჯარო მოხელე კორუფციაშია ეჭვმიტანილი.