კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერები დავით უსუფაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და თინათინ ხიდაშელი სტრასბურგში ევროკავშირის პარლამენტის სხდომის პარალელურად შეხვედრებს მართავენ. ევროპის ლიბერალური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოთხოვნით, გასულ კვირას საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს. დებატები საქართველოს შესახებ ხვალ გაიმართება.