ნიკა მელია - დღესაც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში

ნიკა მელია - დღესაც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში

დღესაც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში - რას აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ კვირიკაშვილი მის დასმულ კრიტიკულ კითხვებს არ პასუხობდა. 

”კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და არც ერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში - რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ”, - განაცხადა მელიამ.