დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით გაიხსნება

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით გაიხსნება

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით გაიხსნება. 
პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა მოწვეული. სესიის დღის წესრიგით განსახილველად წარდგენილია 75 საკითხი, თუმცა, მთავარი საკითხი, რომლითაც დღევანდელი სხდომა გაიხსნება, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაა.

გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უმცირესობისა და უმრავლესობის, ასევე ფრაქციების ფორმატში მოუსმინეს. მოსმენები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.