"მემარჩხენე ალიანსის" ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა ყველაფერი ფულის გამო გააკეთა და შეეკრა მერაბიშვილს და სააკაშვილს.
"პაატა ჩოხელივით გოდერძი ჩოხელიც მიხვდა, რა ცუდი კაციც იყო ნათელაშვილი და მანაც დატოვა პარტია. ჩვენ 2012 წელს გავიგეთ ნათელაშვილის შესახებ. მან ბევრ ადამინს გაუტეხა გული, იგივე ჩოხელებს, ამომრჩევლებს, ერს, თანამშრომლებს. ნათელაშვილმა ყველაფერი ფულის გამო გააკეთა და შეეკრა მერაბიშვილს და სააკაშვილს. ამის მერე ასეთ კაცზე რაღა უნდა ვილაპარაკო", - განაცხადა კახა ძაგანია.
კახა ძაგანიამ ლეიბორისტული პარტია 2013 წელს დატოვა. მასთან ერთად პარტიიდან იოსებ შატბერაშვილიც წავიდა. 2013 წლის მაისში მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსი“, რომლის ლიდერიც თავად გახდა.
ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა პარტია დატოვა.