208-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

208-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

208-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორის, თამარ კობახიძის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც მოსწავლეები აცხადებენ, სკოლაში მათი უფლებები ილახება.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ დირექტორი მასწავლებლებს მოსწავლეების თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა.