რეჟისორის თქმით, უსუფაშვილის საბედისწერო შეცდომა კომპარტიაში შესვლა იყო

რეჟისორის თქმით, უსუფაშვილის საბედისწერო შეცდომა კომპარტიაში შესვლა იყო

რეჟისორის გოგა ხაინდრავას განცხადებით, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ არჩევნებზე პარტიული სიის წარდგენა გონივრული და სწორი ნაბიჯი იყო.

"ძალიან საინტერესოა, რომ დავით უსუფაშვილი - საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე და რესპუბლიკური პარტიის და ახლა სხვა პარტიებში წარმოდგენილი საუბრობს ამაზე. საბედისწერო შეცდომა იყო 1989 წლის 9 აპრილის მერე კომუნისტურ პარტიაში შესვლა. პრემიერმა არათუ საბედისწერო შეცდომა, არამედ გონივრული ნაბიჯი გადადგა. ეს იყო გონივრული აქტი, რომელიც უნდა განახორციელოს პარტიულმა ლიდერმა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გუშინ არჩევანში დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნებზე პარტიული სია წარადგინა.