ექიმი - რუსთაველზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება

ექიმი - რუსთაველზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს ჰემორაგიული შოკი აქვს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

„პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. 4 ჭრილობა აქვს სავარაუდოდ, დანით მიყენებული. ჰემორაგიული შოკი აქვს, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით“, - განაცახდა კონსტანტინე მუმლაძემ.

დაჭრილი მოზარდი, სავარაუდოდ, 15 წლისაა.