რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვანი დაჭრეს

რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მოზარდს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.