გორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით რამდენიმე ბავშვი შეიყვანეს

გორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით რამდენიმე ბავშვი შეიყვანეს

გორის ბავშვთა საავადმყოფო „იავნანაში“ სოფელ ხელთუბნიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ შეყვანილი 4 მოზარდიდან სტაციონარში ერთი მათგანი რჩება.

პირველადი დიაგნოზით და მშობლების ვარაუდით, ფიქსირდებოდა ინტოქსიკაცია.მოსწავლეების მშობლები ვარაუდობდნენ, რომ მოწამვლა წყალმა გამოიწვია. 

აღნიშნული პაციენტებიდან პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ექიმებმა სამი უკვე გაწერეს, ერთი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

ამასთან, აღნიშნული 4 მოზარდის გარდა, ცოტა ხნის წინ მშობლებმა კლინიკაში მუცლის ტკივილის ჩივილით კიდევ 2 ბავშვი შეიყვანეს. ამ წუთებში მათაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდებათ.

რაც შეეხება სკოლას, ხელთუბნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სკოლაში წყალი სასმელად ვარგისია და ინტოქსიკაციის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.