წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის სერვის-ცენტრიც დააყაჩაღეს

წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის სერვის-ცენტრიც დააყაჩაღეს

წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის შემდეგ, ამჯერად „საქართველოს ბანკის“ ვარკეთილში მდებარე ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორი ბოროტმოქმედი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა თანხაა წაღებული „საქართველოს ბანკის“ აღნიშნული ფილიალიდან. ბოროტოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.