უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის საქმეზე - უკრაინული სამართალწარმოებისთვის ასეთი შემთხვევა საერთოდ პირველია, ეს სრული ინოვაციაა

უკრაინელი დეპუტატი სააკაშვილის საქმეზე - უკრაინული სამართალწარმოებისთვის ასეთი შემთხვევა საერთოდ პირველია, ეს სრული ინოვაციაა

უკრაინული სამართალწარმოებისთვის ასეთი შემთხვევა საერთოდ პირველია, ამიტომ არ შემიძლია ვივარაუდო, როგორ დასრულდება პროცესი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრმა იაროსლავ მარკევიჩმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აქვს თუ არა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეს პოლიტიკური მოტივი და მოსალოდნელია თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება. 

„ექსტრადიციის საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია და მე ვერ განვიხილავ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ უკრაინისთვის, უკრაინული სამართალწარმოებისთვის ასეთი შემთხვევა საერთოდ პირველია, ეს სრული ინოვაციაა. ბატონი სააკაშვილი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს პირველად. ასე რომ, ეს არ იქნება ადვილი სასამართლო გადაწყვეტილება. პროცესი მიმდინარეობს და მე არ შემიძლია ვივარაუდო, რითი დასრულდება. მეორე, მე როგორც უკრაინის მოქალაქე და უკრაინის რადას დეპუტატი, ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული და არაკორუფციული ქვეყანა. თუ ბატონ სააკაშვილი ამ ნაწილში გვეხმარება, მე მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა მარკევიჩმა.

რაც შეეხება იმას, განიხილეს თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარკევიჩი აცხადებს, რომ არაფორმალურ ვითარებაში მოსაზრებები გაცვალეს. 

„მაგალითად, ჩემი კოლეგების ნაწილი უკრაინის დელეგაციაშივე, მხარს უჭერს სააკაშვილის საქმიანობას, ნაწილი - არა. ეს არ არის მარტივი საკითხი არც ჩვენთვის და არ არის მარტივი საკითხი არც თქვენთვის“, - აღნიშნა იაროსლავ მარკევიჩმა.