პროკურატურაში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი თქვა

პროკურატურაში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი თქვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ამის შესახებ ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა განაცხადა.

დღეს სააკაშვილი მივიდა პროკურატურაში, შენობის ჰოლში ის ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა.

„სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ის გენერალური პროკურატურის სამსახურებრივ კაბინეტში იყო გამოძახებული, მაგრამ მხოლოდ საგამშვებო პუნქტზე მივიდა, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი თქვა“, - განაცხადა გოვორუშჩაკმა.