პრემიერის მილოცვა გერმანული

პრემიერის მილოცვა გერმანული "Voice"-ს გამარჯვებულ ნათია თოდუას - "საქართველო ამაყობს შენით!"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნათია თოდუას გერმანული მუსიკალური კონკურსის ,The Voice of Germany 2017"-ში გამარჯვებას ულოცავს.

"გილოცავ ნათია! საქართველო ამაყობს შენით!" - აღნიშნულია პრემიერის მისალოც წერილში.

გუშინ The Voice of Germany 2017-ის ფინალურ შოუზე, გერმანელი მაყურებლის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებული ქართველი ფინალისტი, გალელი გოგონა, ნათია თოდუა გახდა.