თამარ ჩუგოშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია

თამარ ჩუგოშვილი - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია

გამორიცხულია გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებას, რომ პრემიერის გადადგომა გამორიცხული არ არის.

ამასთან, ჩუგოშვილი უარყოფს, რომ "ქართული ოცნების" შიგნით ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება რაიმე დაპირისპირების შედეგია და გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. 

"არანაირი კავშირი არ არის ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ეთერებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.