უკრაინის ეროვნული გვარდია - სააკაშვილის მომხრეების მიერ „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრის მცდელობისას გვარდიის 60 თანამშრომელი დაშავდა

უკრაინის ეროვნული გვარდია - სააკაშვილის მომხრეების მიერ „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრის მცდელობისას გვარდიის 60 თანამშრომელი დაშავდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ კიევის ცენტრში მდებარე „ოქტომბრის სასახლეში“ შეჭრის მცდელობისას უკრაინის ეროვნული გვარდიის 60 თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის ეროვნული გვარდია იუწყება.

„ოქტომბრის სასახლესთან“ აქციის მონაწილეები პეტარდებს ისროდნენ, გამოიყენეს პიროტექნიკა, ცდილობდნენ სასახლეში შეჭრას და სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა დაიწყეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ 13 თანამშრომელი გაზით მოიწამლა, ერთმა სახის ტრავმა მიიღო, კიდევ ერთ გვარდიელს კი ქურთუკში ასაფეთქებელი ჩაუგდეს. 15-ვე გვარდიელი ჰოსპიტალიზებულია.