რუსეთის სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ კითხვამ ვლადიმერ პუტინს ანეკდოტი გაახსენა

რუსეთის სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ კითხვამ ვლადიმერ პუტინს ანეკდოტი გაახსენა

რუსეთის სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ დასმულ კითხვას ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანეკდოტით უპასუხა. აღნიშნულ საკითხზე პუტინს შეკითხვით დღეს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მიმართეს.

„არის ასეთი ანეკდოტი: ყოფილი ოფიცერი ბრუნდება სახლში და საკუთარ იარაღს ვერ პოულობს, შემდეგ კი შვილს ეკითხება - „სად არის ჩემი იარაღი?“ – „მე მეზობელ ბიჭს შენი იარაღი აი, ამ საათში გავუცვალე“, - პასუხობს შვილი. „საათი ნამდვილად კარგია, მაგრამ წარმოიდგინე, ხვალ რომ სახლში ყაჩაღები შემოიჭრნენ, მე და დედა მოგვკლან, ძმები მოგიკლან. შენ რას უპასუხებ? - მოსკოვის დროით 12 საათი და 30 წუთია?

აქედან დასკვნა: სამხედრო საკითხებზე უნდა დაიხარჯოს იმდენი, რამდენიც საჭიროა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ხარჯები არაა „ძალიან გაზრდილი“.

„ჩვენი სამხედრო ხარჯები დაახლოებით 46 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, აშშ-ს სამხედრო ხარჯები 700 მილიარდი დოლარია“, - აღნიშნა პუტინმა.