ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროკავშირი ფარისევლობაში და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროკავშირი ფარისევლობაში და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირი ფარისევლობაში და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გამგზავრებამდე განუცხადა. 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „პატივს სცემს ევროპას, მაგრამ მზად არ არის ევროპის ორმაგი სტანდარტები მიიღოს“.

„ევროპიდან მესმის პრეზიდენტი ტრამპის ისტორიული განცხადების დაგმობა, მაგრამ არ მესმის ისრაელის მიმართულებით გაშვებული ჭურვების დაგმობა. არ მსურს ამ ფარისევლობის მიღება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.