უკრაინელმა დეპუტატებმა სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს

უკრაინელმა დეპუტატებმა სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს

უკრაინის რადას დეპუტატებმა იური დერევიანკომ და პაველ ბოგომაზოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დროებითი დაკავების იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEWSONE ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.