ერაყმა საკუთარ ტერიტორიაზე “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის დასრულების შესახებ განაცხადა

ერაყმა საკუთარ ტერიტორიაზე “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის დასრულების შესახებ განაცხადა

ერაყმა საკუთარ ტერიტორიაზე “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის დასრულების შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ გააკეთა.

“ჩვენი ძალები ერაყისა და სირიის საზღვარს სრულად აკონტროლებენ, ამიტომ მე შემიძლია “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომის დასრულების შესახებ განვაცხადო. მტერს ჩვენი ცივილიზაციის განადგურება უნდოდა, მაგრამ ჩვენ ერთიანობისა და სიმტკიცის წყალობით გავიმარჯვეთ”, - განაცხადა ჰაიდერ ალ-აბადიმ ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

2014 წელს “ისლამურმა სახელმწიფომ” სირიისა და ერაყის ტერიტორიების ნაწილზე “ხალიფატი” გამოაცხადა, რომლის ტერიტორიაც ფართობით დაახლოებით დიდი ბრიტანეთის ფართობს უდრიდა.