მიმდინარე წლის 5-7 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, ქ. ალექსანდრიაში, ვირჯინიის შტატში, სადაც ჩატარდა აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო ნიშნის დაცვის ოფისის მიერ ორგანიზებული ტრენინგი კომერციული საიდუმლოების დაცვისა და დავების განხილვის სისტემებზე.
ტრენინგს დაესწრნენ წარმომადგენლები საქართველოდან: თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი - დავით კურტანიძე და ქ. თბილისის პროკურორი - ზინიკო ქობალია.
ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების და კომერციული საიდუმლოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში ჩართული პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: ინდოეთიდან, იორდანიიდან, ბრაზილიიდან, პერუდან, არგენტინიდან, ყაზახეთიდან, ისრაელიდან, ავსტრიდან და ჩილედან.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
კომერციული საიდუმლოების ელემენტები და მისი მნიშვნელობა;
კომერციული საიდუმლოების მარეგულირებელი ნორმები და მისი აღრულების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში;
არსებული გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები.