საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით

საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით

საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით, - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შედგა თუ არა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან საქართველოს-ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.

”საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით. შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს მხოლოდ შესაბამის უწყებებს შორის”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.