„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებასთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური საბჭოს სხდომას გამართავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიტსაბჭოს სხდომა 18:00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტალურ ოფისში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.