ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მომხრის ბინაში იმალებოდა. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შესახებ ტელეკომპანია „112“-ის ეთერში სახალხო დეპუტატმა განაცხადა.
„რაც შეეხება დაკავებას, ის კანონის შესაბამისად განხორციელდა. სააკაშვილი ძებნაში იყო მას შემდეგ, რაც პირველი დაკავების შემდეგ გაიქცა. ამიტომ, პოლიციას ჰქონდა მისი დაკავების სრული უფლება. ადვოკატს დაკავებისას არ დაუძახეს, რადგან ამას შეუძლია იმ პირის დაკავებას ხელი შეუშალოს, რომელიც ძებნაშია“, - განაცხადა გერაშენკომ.
მისი თქმით, სააკაშვილთან უკვე შეუშვეს ადვოკატი, მიმდინარეობს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ, 72 საათის განმავლობაში სასამართლომ მას აღკვეთის სახე უნდა შეუფარდოს.