სააკაშვილმა ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა ამორალური საქციელი, როდესაც ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა

სააკაშვილმა ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა ამორალური საქციელი, როდესაც ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა

სააკაშვილმა ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა ამორალური საქციელი, როდესაც უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა, რომელიც რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისგანაა მოპარული. ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ჩართვისას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ ის პირი - დანგაძე, რომელიც იღებდა ამ ფულს, დაკავებულია. „სააკაშვილს ეს ფული პირადად არ აუღია, შესაბამისად, მას სხვა მუხლი აქვს წაყენებული და გენპროკურორმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებისას გაცილებით მსუბუქ მუხლს მოითხოვს“, - განაცხადა შკირიაკმა.

კითხვაზე, ხომ არ ხდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან, რომ ის არ დაუშვან 10 დეკემბრისთვის დაანონსებულ მიტინგზე, შკირიაკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში ნულს უდრის და მისი პიროვნება დაშვებულია კარლსონის პერსონაჟამდე.