საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან - 56კმ-ში, დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრზე სოფელ მამიშლარში მდებარეობდა. ბიძგი 12:24 საათზე დაფიქსირდა.