ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ მომენტისთვის ორი იარაღია ამოღებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მომხდართან შემხებლობაში მყოფ პირებს სტატუსი შეეცვალოთ. ამასთან, გახარიას განმარტებით, შესაბამისი შეფასება გაკეთდება როგორც მანდატურის სამსახურის მოქმედების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ასევე სკოლის ადმინისტრაციის მუშაობასთან მიმართებითაც.
”ყველა შემხებლობის პირს შესაძლოა სტატუსი შეეცვალოს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შესაბამისი შეფასება მიეცემა როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე მანდატურების სამსახურის მოქმედების ეფექტურობას. ამ მომენტისთვის ორი იარაღია ამოღებული”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა დეტალები უმოკლეს ვადაში იყოს გამოძიებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისაჯონ.