მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი მცირე რაოდენობამ გამოთქვა

მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი მცირე რაოდენობამ გამოთქვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა მცირე რაოდენობამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

„ეს არის სერიოზული პრობლემა. როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლოების სამინისტრომ და საზოგადოებამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არსებობდეს დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა ძებნაში მყოფი პირის დაკავება მოხდეს.